fbpx
საზოგადოება

ხრისტოს დანტი სიმღერისას სცენიდან ჩამოვარდა – მომღერალმა კონცერტის გაგრძელება ვერ შეძლო

ბოლო საათებია სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს კადრები უბედური შემთხვევიდან, რომელიც ცნობილ მომღერალს, ხრისტოს დანტის ეხება. როგორც ირკვევა, მომღერალი ერთ-ერთ გასართობ ცენტრში მღეროდა და ტრადიციულად, სცენა ყვავილებით აავსეს.

სავარაუდოდ, დანტიმ ვერ მოზომა, თუ სად მთავრდებოდა სცენა და სიმღერისას სცენასა და მაყურებელთა სკამებს შორის ჩავარდა. ჩანს, რომ მომღერალი ისე დაშავდა, რომ კონცერტის გაგრძელება ვერ შეძლო და ექიმის დახმარება დასჭირდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა მისმა შეყვარებულმა, ასიმინა ხაძიანდრეუმ, ფოტოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, რომ მისი ხელი უჭირავს.

 

onalem

ტესტ