fbpx
საზოგადოება

“თქვენ სიცივეში მარტო არ ხართ” – საოცარი აქცია საბერძნეთში, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება

თუკი ლარისაში ჩაცმულ ხეებს წააწყდებით, ნუ გაგიკვირდებათ… ხოლო  თუ თქვენ თბილი ქურთუკი არ გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ, ის სწორედ თქვენთვისაა…

აღნიშნული იდეა ეკუთვნის ლარისას მეორე სკოლის დირექტორს, გიორგოს ტრადას, რომელმაც გადაწყვიტა მოსახლეობისთვის მოეწოდებინა, ამ გზით დაეტოვებინათ თავიანთი ქურთუკები გარეთ, რათა ისინი უსახლკარო ხალხმა, განსაკუთრებით კი, ბავშვებმა აიღონ, რადგან ზამთრის ღამეები შესაძლოა განსაკუთრებით სუსხიანი იყოს.

როგორც ტრადასი ამბობს, მსგავსი რამე წარსულში ბულგარეთში ნახა და გაიფიქრა, რატომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე ჩვენც?!

შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ ხალხს, რომელსაც ზედმეტი და გამოუსადეგარი ქურთუკები ჰქონდათ, გამოეტანათ გარეთ და ჩაეცმიათ ხეებისთვის. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. და მას პირველივე წუთს მონაწილეობის 70-მდე მსურველი გამოეხმაურა.

აქციის სლოგანია “თქვენ სიცივეში მარტო არ ხართ”.

მოსახლეობა სწორედ დღეს, 22 ნოემბერს პლატია ტახიდრომიოზე შეიკრიბება და თბილ ქურთუკებს ღარიბი და უსახლკარო ხალხისთვის შეაგროვებს.

“მინდა ასეთი რამ საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც გაკეთედეს,” ამბობს სკოლის დირექტორი.

onalem

ტესტ