fbpx
საზოგადოება

“ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს ჩემთვისაც” – ფეი სკორდა მე-11 დღეა კარანტინშია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ზუსტად 11 დღის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა და ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები კონტაქტში იყვნენ შესული ინფიცირებულებთან.

ფეი ამბობს, რომ კატანტინს აგრძელებს და შვილებთან დისტანციას ინარჩუნებს. ერთადერთი, რასაც ელოდება ისაა, რომ მათთან ჩახუტება მალე შეძლოს:

“ვიმედოვნებ და გისურვებთ, რომ ყველა კარგად იყოთ… მე ვაგრძელებ სიმპტომების გარეშე და ერთადერთი, რასაც ველოდები, მათთან ჩახუტებაა. დიდი მადლობა ტკბილი სიტყვებისა  და ინტერესისთვის. ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს ჩემთვისაც.”

ამ სიტყვებს აწერს ფეი სკორდა საკუთარი შვილების ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა.

 

onalem

ტესტ