fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სიგარეტის საყიდლად წავიდა და უკან 100, 000 ევროთი დაბრუნდა!

მოწევა კლავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბერძენ მამაკაცს 100, 000 ევრო მოუტანა.

ΣΚΡΑΤΣ -ის გამარჯვებული აგრინიოელი მამაკაცი გახდა, რომელიც შობის წინა ღამეს ახლოს მდებარე კიოსკში სიგარეტის საყიდლად გავიდა. შემდეგ კი მოპირდაპირედ OPAP-ის ოფისშიც შეიარა და ΣΚΡΑΤΣ-ის ბილეთი იყიდა. ფიქრობდა, რომ ერთხელ მაინც გაუმართლებდა…

რამდენიმე წუთში მან აღმოაჩინა, რომ 100, 000 ევროს მფლობელი იყო. ეს ამბავი იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა, რომ მამაკაცმა მოგება რამდენჯერმე გადაამოწმა.

ამის შემდეგ კი მან მთელი თავისი სამეგობრო სახლში მიიპატიჟა და შობის გარდა, დიდი რაოდენობის თანხის მოგებაც აღნიშნეს.

 

onalem

ტესტ