fbpx
საზოგადოება

“ბერძნულ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მე კრიმინალი არ ვარ” – 7 წლის ვალენტინას მამა

როგორც უკვე ცნობილია, 7 წლის ვალენტინას მამა გაკრვეული პირობებით გაათავისუფლეს, თუმცა, პარალელურად გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. 32 წლის მამაკაცი საუბრობს, თუ რატომ გაამგზავრა საკუთარი შვილი საფრანგეთში, ხოლო საბერძნეთის პოლიციასა და ტელეკომპანიებთან მისი დაკარგვის შესახებ აცხადებდა:

“ყველაფერი ჩემი გოგონას გამო გავაკეთე, რადგან მას არ ჰქონდა პასპორტი პარიზში გასამგზავრებლად. მას დედასთან ერთად იქ უკეთესი ცხოვრება ექნებოდა. ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას და ბოდიშს ვუხდი ბერძნულ საზოგადოებას. მე არ ვარ კრიმინალი. ერთადერთი დანაშაული, რაც ჩავიდინე, არის ის, რომ გადავწყვიტე ვალენტინასთვის რაიმე გამეკეთებინა. ბევრი რამ გამოვიარე… გაქცევა არც კი მიფიქრია, მხოლოდ მინდოდა, რომ ჩემი გოგონა ხანდახან მომენახულებინა ხოლმე, რადგან ძალიან მიყვარს. მიყვარს საბერძნეთიც და მინდა აქ ვიცხოვრო. ბავშვის მარტო გაზრდა არ შემეძლო… ბოდიშს ვიხდი, მე არ ვარ კრიმინალი,” ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ვალენტინი საფრანგეთში დედასთან ერთად არის და გოგონა ამბობს, რომ დაბრუნება არ უნდა და რომ იქ ძალიან ბედნიერია.

onalem

ტესტ