fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა დაწყებით სკოლას უჩივლა, რადგან ასაკისთვის შეუფერებელი მუსიკა ჩართეს და ბავშვებს Trap სიმღერების შესრულებაში ერთმანეთს აჯიბრებდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილის სკოლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რადგან თვლის, რომ მუსიკა, რომელსაც იქ ერთ-ერთ საბავშვო წვეულებაზე ასმენინებდნენ, ასაკითვის შეუფერებელია.

როგორც ირკვევა, სკოლის წვეულებაზე მასწავლებლებმა Trap მუსიკა ჩართეს, რომელსაც ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ამ ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისს, ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე. ამას გარდა, იყო ერთგვარი შეჯიბრი, თუ ვინ უკეთესად შეასრულებდა ამ სიმღერებს, შედეგად კი, ქულებს უწერდნენ.

მამაკაცი აღშფოთებულია ამ ყველაფრით და აცხადებს:

“აბსოლუტურად მიუღებელია, რომ 1-ლი კლასის მოსწავლეები ამ სიმღერებს ისმენდნენ და მღეროდნენ კიდეც. ჩემი შვილი წვეულებიდან მოვიდა და მითხრა, რომ 10 და 8 ქულა მიიღო უხამსი შინაარსის სიმღერების შესრულებაში.”

როგორც ირკვევა, მამაკაცს ახაიას დაწყებითი განათლების დეპარტამენტის დირექტორმა განუცხადა, რომ ვინაიდან წვეულება მოეწყო სასწავლო საათების შემდეგ, ეს მათი პასუხისმგებლობა არ იყო. ამის შემდეგ ბიჭის მამამ არასრულწლოვანთა პროკურატურას მიმართა.

onalem

ტესტ