fbpx
კრიმინალი

ბერძენი მამაკაცი, რომელიც მამის მკვლელებს ნიკოლულის გადაცემის საშუალებით ეძებდა, მკვლელი თავად აღმოჩნდა

საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ როდოსზე, 75 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი 40 წლის ვაჟი დააკავეს. როგორც ირკვევა, ის მამის მკვლელებს სატელევიზიო გადაცემების საშუალებით ეძებდა მაშინ, როცა დამნაშავე თავად იყო.

“მან საკუთარი მამის მკვლელობა დაგეგმა და შეასრულა, სრულიად საღ გონებაზე, მოტივი კი, ფინანსური იყო. შემდეგ სხვადასხვა გზებით ცდილობდა, რომ საკუთარი დანაშაული დაეფარა, ხელთათმანები ჩაიცვა, ძარცვის სცენა დადგა და მოწმეების მანიპულირებასაც კი ცდილობდა. პარალელურად, გამოდიოდა გადაცემებში და თამაშობდა მამის მკვლელების მაძებრის როლს,” აცხადებს პოლიცია საქმის მასალების მიხედვით.

75 წლის მამაკაცი აგია ირინის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა, სწორედ ამავე სახლში იპოვეს ის სასტიკად მოკლული 2022 წლის 14 ივნისს. რამდენიმე კვირაში მისმა 40 წლის ვაჟმა აგელიკი ნიკოლულის მიმართა დახმარების თხოვნით, რომ მამის მკვლელობის საქმე გამოეძიებინათ.

“ვერ ვხვდები, როგორ ვერ იპოვა აქამდე პოლიციამ მამაჩემის მკვლელი. ამდენი თვე გავიდა და საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ. ჩვეულებრივად იყო და ბაღის სამუშაოებს ასრულებდა, როცა მასთან მივედი, მოკლული დამხვდა. მე აქ ვარ, არავის ვემალები და არავისი მეშინია. არ დავუშვებ, რომ ეს საქმე დაიხუროს და არქივში გადაინაცვლოს,” ამბობდა ის გადაცემაში.

მოხუცის სიკვდილის მიზეზად დახრჩობა დასახელდა, ხოლო მისი 40 წლის ვაჟის ჩვენების დეტალები აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა ექსპერტიზის შედეგად დადგენილ ფაქტებს.

 

onalem

ტესტ