fbpx
საზოგადოება

“ბავშვს გამეტებით ურტყამდა, ხელებიდან ძალით გამოვგლიჯე” – რას ამბობს თვითმხილველი, რომელმაც 6 თვის ბავშვის გადარჩენა სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, ვერიაში 6 თვის ბავშვის მკვლელობის მომენტს შეესწრო ადამიანი, რომელმაც მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ ამაოდ. თვითმხილველი ამბობს, რომ დაინახა, როგორ გამეტებით ურტყამდა ქალი ჩვილს და ისე იქცეოდა, თითქოს თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული.

“გავიგონე ბავშვების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. სწრაფად გავედი გარეთ და სახლში შევედი. დავინახე, რომ ეს ქალი ბავშვს გამეტებით ურტყამდა, შოკში ჩავვარდი, იმდენად გამეტებით სცემდა და მაშინვე მივვარდი, რომ შემეჩერებინა. ბავშვი ხელიდან ძალიან გამოვგლიჯე, მაგრამ უკვე გვიან იყო,” აცხადებს ის.

ამ დროისთვის ბავშვის დედა დაკავებულია, საქმეზე კი, გამოძიება გრძელდება. ამასთანავე, ვრცელდება კადრები შემთხვევის ადგილიდან.

onalem

ტესტ