fbpx
საზოგადოება

იანის პარიოსმა საკუთარი ალბომის მთელი შემოსავალი Covid-19-ის საწოლების შესაძენად გასცა

ცნობილი ბერძენი მომღერალი საკუთარი ქვეყნისა და თანამემამულეების გვერდით დადგა და გააკეთა ის, რასაც ბევრი მის ადგილზე არ გააკეთებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იანის პარიოსმა საკუთარი ახალი ალბომის მთელი შემოსავალი გასცა და ამ თანხით რეანიმაციული განყოფილების ორი საწოლი შეიძინეს, რომლებიც Covid-19-თან ბრძოლაში დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას.

როგორც პარიოსი ამბობს, ისურვებდა, რომ ეს საწოლები, რომლებიც მისი დახმარებით შეიძინეს, მუდმივად ცარიელი იყოს და არასოდეს არავის დასჭირდეს.

“ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მინდა, რომ ჩემს კოლეგებს ჩემი მაგალითის გამეორება არ დასჭირდეთ, მაგრამ თუკი ეს საჭირო იქნება, მინდა, რომ აუცილებლად გააკეთონ,” თქვა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ რეანიმაციული საწოლები საკმაოდ ძვირადღირებულია.

onalem

ტესტ