fbpx
საზოგადოება

თავდასხმა ომონიაზე: მძიმედ არის დაშავებული მეტროს თანამშრომელი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ომონიაზე, მეტროსადგურში, ორი უცნობი პირი თავს დაესხა თავად მეტროს თანამშრომელს, რომელიც სამსახურში იმ დროის მისული იყო.

კერძოდ, ინციდენტი დღეს შუადღის საათებში მოხდა, როდესაც მეტროს თანამშრომელმა ორ ახალგაზრდას სთხოვა, რომ პირბადეები გაეკეთებინათ და ასევე მგზავრებისთვის განკუთვნილი სკამებიდან ფეხები ჩამოეწიათ. სწორედ ამან გააღიზიანა ისინი, რის შედეგადაც თავს დაესხნენ მამაკაცს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ΣΤΑΣΥ-ს ცნობით, თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი დაზიანებები საკმაოდ მძიმეა. ორივე თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო, თუმცა, საქმეს პოლიცია იძიებს.

onalem

ტესტ