fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კოზანი: ნაჯახით დაჭრილი ორი ადამიანი სიკვდილს ებრძვის – რას ამბობენ ექიმები?!

კოზანში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ისინი, ფაქტობრივად, სიკვდილს ებრძვიან.

როგორც უკვე ცნობილია, 45 წლის მამაკაცი საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს ნაჯახით დაესხა თავს და გავრცელდა ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეოც.
საერთო ჯამში მან საშინელი დაზიანებები სამ ადამიანს მიაყენა, თუმცა, ერთის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

ირკვევა, რომ დანარჩენი ორი პაციენტის გადარჩენის გარანტიას მედიკოსები ვერ იძლევიან.

67 წლის ქალბატონი და 56 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულად ითვლება.

onalem

ტესტ