fbpx
საბერძნეთი

ამინდის მკვეთრი გაუარესება მომდევნო საათებში – საგანგებო პროგნოზი ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურისგან

ეროვნული მეტეროლოგიური სამსახური საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომელიც მომდევნო დღეებში საბერძნეთში ამინდის გაუარესებას ეხება. როგორც ირკვევა, ფენომენი გააქტიურდება იონიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით, შემდეგ კი, ნელ-ნელა გავრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულოვან ტერიტორიაზე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალ საღამოს საათებიდან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექით, რომელსაც თან ახლდება სეტყვაც ზოგიერთ რეგიონში, თავდაპირველად სამხრეთით, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება ეგეოსისა და დოდეკანესის მასშტაბით.

დღეს საღამოს საათებიდან წვიმა მოსალოდნელია კრეტასა და პელოპონისოში, ხვალ ადრეული საათებიდან აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და კიკლადესის კუნძულებზე.

ატიკის რეგიონში წვიმას ველოდებით დღეს საღამოდან, რომელიც გასტანს ხუთშაბათს საღამომდე.

onalem

ტესტ