ამინდის მკვეთრი ცვლილება საბერძნეთში: ძლიერი ქარი, ტემპერატურის ვარდნა და წვიმა
მეტეოროლოგები სამშაბათიდან ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ.
გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი და ხანმოკლე, პერიოდული წვიმა, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ კონტინენტის ნაწილს და სამხრეთ ეგეოსის ზღვას მოიცავს.
სამშაბათამდე კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება და 34°C გრადუსს მიაღწევს. იქროლებს სუსტი ქარი.
სამშაბათს კი, ჩრდილოეთ ევროპიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები საბერძნეთამდე მოაღწევს, რაც ტემპერატურის 4-5°C გრადუსით ვარდნას გამოიწვევს თითქმის მთელ ქვეყანაში, გარდა დასავლეთ საბერძნეთისა, სადაც ჰაერი 31-32°C გრადუსამდე გათბება.
ეგეოსის ზღვაზე გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი და მისი სიჩქარე ბოფორტის სკალის მიხედვით 8 ბალს მიაღწევს.
ამავდროულად, პერიოდულად იწვიმებს მაკედონიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, თრაკიში, ევიაში, ვიოტიაში, ფთიოტიდაში, სამხრეთ-დასავლეთ პელოპონესსა და ჩრდილოეთ კრეტაზე. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში შედარებით კარგი ამინდი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ეგეოსის ზღვაზე, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი და მისი სისწრაფე 9 ბალს მიაღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთის ბევრი პორტი დაიკეტება.
ლოგიკურია, რომ ასეთი ძლიერი ქარი ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს. საშუალოდ, ტემპერატურა 12°C გრადუსით დაეცემა, ზოგ ადგილას კი უფრო მეტით. შესაბამისად, არა მარტო ცენტრალური საბერძნეთის მთიან რეგიონებში, არამედ მთლიანად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, საგრძნობლად აცივდება.
მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ქვეყნის რამდენიმე ძირითადი ადგილის ამინდის პროგნოზს:
ათენი:
ორშაბათი – 31°C
სამშაბათი – 26°C
ოთხშაბათი – 22°C
თესალონიკი:
ორშაბათი- 32°C
პატრა:
ორშაბათი – 29°C
სამშაბათი – 29°C
ირაკლიო:
ორშაბათი – 29°C
სამშაბათი – 27°C
ოთხშაბათი – 21°C
ლარისა:
ორშაბათი – 23°C
სამშაბათი – 23°C
ოთხშაბათი – 21°C
ფლორინა:
ორშაბათი – 31°C
სამშაბათი – 18°C
ოთხშაბათი – 16°C
ტრიპოლი:
ორშაბათი – 30°C
სამშაბათი – 23°C
ოთხშაბათი – 16°C
წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათს წვიმას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ხუთშაბათს იწვიმებს თესალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ევიაში, სპორადესის არქიპელაგზე, პელოპონისოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ასევე კრეტაზე.