გაფიცვების გამო ათენში ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია
დღეს ათენის გზებზე მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებია. დახურულია მესოგეონის გზა საპროტესტო აქციის გამო, შედეგად მანქანებმა სხვა გზებზე გადაინაცვლეს.
ასევე პრობლემებია კიფისიის გამზირის ორივე მხარეს, პატისიონსა და კატეხაკზე. მოძრაობა შედარებით გამოსწორებულია ალექსანდრას გამზირზე.
დიდი საცობია ლამიას ცენტრალური მაგისტრალის ორივე მხარეს.