fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: საჯარო საავადმყოფოს ექიმი ოპერაციისთვის ქრთამის სახით 1,000 ევროს ითხოვდა

20 სექტემბერს საბერძნეთის პოლიციამ ატიკის ერთ-ერთი საჯარო საავადმყოფოს ექიმი ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. დეპარტამენტში საჩივარი შევიდა, რომლის მიხედვითაც ის პაციენტისგან ქირურგიული ოპერაციის სანაცვლოდ თანხას ითხოვდა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტს 1,000 ევრო მოსთხოვა და ამასთანავე, გუშინ დანიშნულ შეხვედრაზე დამატებით 500 ევრო აიღო, რაც ოფიციალურადაც დასტურდება.

პოლიცია და შინაგან საქმეთა სამმართველო საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერია და ექიმი დააკავეს. მისი ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა, რომელსაც ის არაკანონიერად იღებდა.

ბრალდებული ათენის პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ