fbpx
კანონმდებლობასაბერძნეთი

საბერძნეთი: ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა სამუდამოდ ჩამოერთმევათ

იუსტიციის სამინისტროს ახალი კანონების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია მძღოლს ნასვამ მდგომარეობაში დააფიქსირებს, მართვის მოწმობა მინუმიმ 5 წლით ჩამოერთმევა. ხოლო თუ  მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მეორე ჯერზეც დააკავეს, მართვის მოწმობა სამუდამოდ ჩამოერთმევა.

იუსტიციის, გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა სტავროს კონტონისმა ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრებასთან დაკავშირებით, განცხადება ავტოავარიების შედეგად დაღუპული ადამიანების დედებთან შეხვედრისას გააკეთა.

მინისტრმა შეხვედრაზე გაზგასმით აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების ინიციატივაა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეორე ჯერზე დაარღვევენ საგზაო წესებს, მნიშვნელობა არ აქვს რა სახის დარღვევა იქნება ეს (შუქნიშნის გადაკვეთა, არასწორ ადგილას მოხვევა თუ სხვა.)

onalem

ტესტ