fbpx
კრიმინალი

11 წლის შემდეგ, ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელი სახლში დაბრუნდა

ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობიდან 11 წლის შემდეგ, პოლიციელი, რომელიც აღნიშნული დანაშაულისთვის ციხეში იჯდა, გაათავისუფლეს. ეპამინონდას კორკონეასი სახლში დაბრუნდა.

როგორც ყველასთვის ცნობილია, კორკონეასმა 15 წლის მოსწავლე 2008 წელს ათენის ცენტრში მოკლა. მას 13 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

იმის გათვალისწინებით, რომ მან სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა და ციხეში სამაგალითო ქცევით გამოირჩეოდა, სააპელაციო სასამართლოს საშუალებით მან გათავისუფლების უფლება მოიპოვა.

მას მშობლები დომოკოს ციხის შესასვლელთან ელოდებოდნენ და ყოფილ პატიმარს ემოციურად შეხვდნენ.

კორკონეასს სამი შვილი და მეუღლე ჰყავს.

 

onalem

ტესტ