fbpx
ეკონომიკა

მიცოტაკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში დენის ტარიფი გაიზრდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში უახლოეს მომავალში ელექტრო ენერგიის ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი.

როგორც DEH-ს ახალი პრეზიდენტი, გიორგოს სტასი აცხადებს, მიცოტაკის მთავრობასთან მოლაპარაკების ფარგლებში, შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

  1. მოიმატებს კილოვატ-საათის ღირებულება, რათა შეივსოს კომპანიის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არსებული ბიუჯეტი.
  2. შეღავათები, რომლითაც მოსალეობა სარგებლობს, 10%-დან 5%-მდე შემცირდება.

ცვლილებები მოსალოდნელია 1 სექტემბრიდან. მაგალითისთვის, 2.000 კილოვატამდე გამოყენებისას, 1 კილოვატის ღირებულება 0.0946 ევროდან 0. 11058-მდე გაიზრდება.

2.000 კილოვატის ზემოთ გამოყენებისას კი, 1 კილოვატის ფასი იქნება 0.11936 ევრო, ნაცვლად 0.10252 ევროსი.

onalem

ტესტ