fbpx
საზოგადოება

ხანია: ბერძენმა ჯარისკაცმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა

ინციდენტი ხანიაში მოხდა, ჯარისკაცი ამ დროისთვის დაპატიმრებულია.

კარგად ინფორმირებული სამხედრო წყაროს მიხედვით, ბერძენმა ჯარისკაცმა, მსახურებისას, გაურკვეველი მიზეზებით, თავისი ბანაკი დატოვა და Μ-16-ის ტიპის იარაღიც თან წაიღო, რომლითაც ჰაერში რამდენჯერმე ისროლა.

ის მოგვიანებით პოლიციამ დააკავა. ინციდენტს კომპეტენტური სამხედრო ორგანოები იძიებენ.

ბერძნული შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ ჯარისკაცმა საკუთარი პოსტი დაახლოებით 10:30 საათზე დატოვა და უცნობი მიმართულებით გადაადგილდებოდა. თან ჰქონდა იარაღი, რომლითაც ჰაერში ისროდა.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, დაშავდა თუ არა ვინმე სროლისას.

onalem

ტესტ