fbpx
საზოგადოება

თავსხმა წვიმა და ძლიერი ქარი თესალონიკში დღეს: წაქცეულია ხეები!

როგორც ბერძნული მედია წერს, დღეს შუადღეს თესალონიკში “ცა გაიხსნა”.

ამინდის ცვლილება ქალაქში შუადღის საათებიდან დაფიქსირდა. უეცარმა თავსხმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა გზებზე პრობლემები შექმნა. ცნობილია, რომ წაქცეულია ხეები რამდენიმე ტერიტორიაზე.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დახმარების თხოვნით რამდენიმე ზარი უკვე მიიღო.

სოფელ ანალიფსიში წაქცეულმა ხემ გზა გადაკეტა.

ხალკიდიკის სანაპიროებზე ხალხი იძულებული გახდა მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა.

 

onalem

ტესტ