fbpx
კრიმინალი

სროლა პერისტერიში: კაფეში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ესროლეს

დღეს დილით პერისტერიში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაფეში სროლა ატყდა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირი ორ სხვა მამაკაცს დაესხა თავს და ესროლა.

ორივე მათგანი დაჭრილია.

როგორც ცნობილია, დაშავებული მამაკაცებიდან ერთი ალბანეთის, ხოლო მეორე უკრაინის მოქალაქეა.

სამართალდამცავების თქმით, მათი დაზიანებების სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ისინი ვარაუდობენ, რომ საქმე პირადი ანგარიშების გასწორებასთან გვაქვს.

შემთხვევის ადგილზე მათ 8 ვაზნა იპოვეს.

onalem

ტესტ