საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე საკონსულო აღრიცხვის ვადა 11 ნოემბრამდეა

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა – და შესაბამისად – არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით – უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონ-ლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx)
სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების – მათ შორის – საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

melano

ტესტ