fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ გადადიან ბერძენი პენსიონერები ბულგარეთში საცხოვრებლად

ბერძენი პენსიონერები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ბულგარეთში პოულობენ თავშესაფარს.

როგორც Bloomberg-ის ანგარიშშია ნათქვამი, საბერძნეთის ხელისუფლება პენსიების შემცირებას გეგმავს.

ანგარიშში მოყვანილია 75 წლის ბერძენი პენსიონერის ისტორია, რომელმაც თესალონიკში მდებარე სახლი გააქირავა და სოფიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 800 ევროთი ” მეფურად ცხოვრობს”. ამ თანხით მას შესაძლებლობა აქვს ხშირად ესტუმროს საბერძნეთს და ნათესავები მოინახულოს.

“საბერძნეთი, რომელიც დანარჩენი ევროპის საპენსიო მიმართულებებს შორისაა, “კარგავს” პენსიონერებს, რომლებიც უფრო ღარიბი ქვეყნისკენ მიდიან. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი, პენსიების შემცირების შემდეგ, 20-ჯერ უფრო გაიზრდება” – ნათქვამია Bloomberg-ში.

ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ ბულგარეთი სრულიად გონივრული არჩევანია. ამ ქვეყანასთან შედარებით საბერძნეთში ცხოვრება თითქმის 2-ჯერ ძვირი ღირს.

სოფიაში 1 ლიტრი ბენზინი 1.15 ევრო ღირს, მისი ღირებულება ათენში კი, 1.60 ევროა. ყავა ესპრესო სოფიაში 2.30 ევროა, საბერძნეთში კი, 4.70 ევრო. მეტროს ბილეთის ღირებულება სოფიაში 0.80 ევროს შეადგენს, ჩვენ ქვეყანაში – 1.40. ბულგარეთის ტარიფები მობილურზე 50%-ით დაბალია, ვიდრე საბერძნეთის.

საერთო ჯამში, ბულგარეთში ცხოვრება 30%-ით უფრო დაბალია თუ საცხოვრებლად სოფიას ან სხვა დიდ ქალაქს აირჩევთ. და კიდევ უფრო იაფი იქნება თუ არჩევანს პატარა ქალაქზე ან ბულგარეთის რომელიმე სოფელზე შეაჩერებთ.

onalem

ტესტ