fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: შუაზე გაპობილი გზა და შეზღუდული გადაადგილება

გუშინ შუადღეს საბერძნეთში, კერძოდ, ტაქსიარხეს (ზახაროს) ტერიტორიაზე მიწა ორად გაიპო და იქ არსებული ზეთისხილის პლანტაციები მთლიანად ჩაიტანა.

გაზეთ “Πατρίς”-ის მიხედვით, ერთ-ერთი ფერმერი, რომელიც იქ მუდმივად ცხოვრობს ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა:

“დაახლოებით 11 საათზე ცხოველებს ვუვლიდი. საბედნიეროდ, ჩვენ არ დავზარალებულვართ. ეს, რაც ახლა მოხდა, არასოდეს მომხდარა. მიწა შეირყა და ის რაც ჩვენს გვერდით იყო, დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით აღმოჩნდა. ზოგან კი დიდი ნაპრალები გაჩნდა. შემდეგ გავიაზრე, რომ მამაჩემმა ეს ტერიტორია 10 წუთით ადრე დატოვა.”

ამ დროისთვის სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობა ფიზიკურად შეუძლებელია.

onalem

ტესტ