fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: ქორწილის ტრაგიკული სასასრული

კუნძულ კრეტაზე, 45 წლის მამაკაცი, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა, სადღესასწაულო სროლის შედეგად მძიმედ დაშავდა.

ინციდენტი სოფელ მეტაქსოხორში, პარასკევს დილით მოხდა.

მამაკაცი კისრის, მკერდისა და ზურგის არეში მიღებული უმძიმესი დაზიანებებით ირაკლიოს კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

შემდეგ კი ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ორი პირი დააკავა.

სადღესასწაულო ცეცხლსასროლი იარაღი კრეტაზე ძალიან გავრცელებული მოვლენაა, ადამიანები ხშირად იყენებენ მას ქორწილებში, ნათლობებსა და სხვადასხვა ფესტივალებზე.

კრეტაზე იარაღის ტარება კონტროლს არ ექვემდებარება –  აქ ფიქსირდება ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის იარაღის შენახვა-ტარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ექსპერტების თქმით, ტრადიციამ, რომელიც საუკუნეებს ითვლის, უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დამნაშავე მხოლოდ ხელისუფლებაა, რადგან ის ამ ყველაფრის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს.

onalem

ტესტ