fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი მოქალაქეებს გენდერული არჩევანის თავისუფლებას სთავაზობს

ერთ დროს ბერძნული დემოკრატია მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებდა, ახლა კი საქმე გენდერული არჩევანის თავისუფლებამდეც კი მივიდა.

საბერნეთის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ქალი იქნება თუ კაცი.

არსებული კანონის თანახმად, საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ სქესის შეცვლა, ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ, რომ გაიკეთეს საჭირო ოპერაცია და გაიარეს ფსიქიატრიული შემოწმება.

მთავრობის მიერ შემოთავზებული ინოვაციის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გენდერული იდენტობა, მიუხედავად ფაქტობრივი სქესისა.

კანონპროექტი პარლამენტს 12 ივნისს წარედგინება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მიიღებს ამ კანონპროექტს პარლამენტი და ბერძნული საზოგადოება, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს.

ასევე უცნობია, რა ცვლილებები იქნება სამხედრო სისტემაში, რომელიც ყველა მამაკაცს, რომელიც ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, სამხედრო სამსახურში იწვევს.

onalem

ტესტ