საბერძნეთი: ექიმმა, რომელმაც გულის შეტევა მიიღო, ოპერაცია არ შეწყვიტა

კრეტაზე მომხდარი საოცარი შემთხვევა სულ ახლახანს გახდა ცნობილი. ექიმა, რომელიც ოპერაციას ატარებდა, სწორედ იმ დროს გულის შეტევა მიიღო, თუმცა, მან შეწყვეტაზე უარი განაცხადა და პროცესი ბოლომდე მიიყვანა.

გინეკოლოგის ალტრუისტულმა, უანგარო ქცევამ საზოგადოება აღაფრთოვანა. 23 აპრილს ექიმმა იანის პახაკისმა ქალს დილის 08:00 საათზე საკეისრო კვეთა ჩაუტარა და შედეგად ჯანმრთელი ახალშობილი გაჩნდა. სწორედ მაშინ, როცა ის ოპერაციას ასრულებდა და ჭრილობებზე ნაკერები უნდა დაედო, გულის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო. მის გვერდით მდგომმა პერსონალმა გააცნობიერა, რომ საქმე სერიოზულად იყო.

ექიმს შესთავაზეს, რომ ოპერაციას სხვა გინეკოლოგი დაასრულებდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა, პახაკისმა მტკიცე უარი განაცხადა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, კიდევ ერთი საათი საოპერაციო ოთახში გაატარა. საკეისრო კვეთა წარმატებით დასრულდა.

მოგვიანებით გინეკოლოგი ირაკლიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მიერ მისი მდგომარეობა სერიოზულად შეფასდა. მან პალატა მხოლოდ 8 დღის შემდეგ დატოვა.

იანის პახაკისი

melano

ტესტ