fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: 400 ევრო ათასობით უმუშევარ ადამიანს საჩუქრად!

ისევე როგორც გასულ წელს, საბერძნეთის მთავრობა წელსაც ასაჩუქრებს ქვეყანაში მცხოვრებ უმუშევარ პირებს თანხის გარკვეული რაოდენობით.

2018 წელს სოციალურ დივიდენდს ათასობით პირი მიიღებს.

კერძოდ, 2018 წელს აღნიშნულ დახმარებას მიიღებენ ახალგაზრდები, რომლებიც OAED-ისგან არ იღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, როგორც უმუშევრები. ისინი თანხას იღებდნენ 1 წლის მანძილზე, თუმცა, ვადის დასრულების შემდეგ, გადახდა შეწყდა. ამის და მიუხედავად მათ უნდა შეინარჩუნონ უმუშევრის სტატუსი აღნიშნულ ორგანიზაციაში.

2017 წელს სოციალური დახმარება მიიღო 55, 000-მა უმუშევარმა ადამიანმა, 18-დან 24 წლამდე და თანხის რაოდენობა 400 ევრო იყო.

თითოეული პირი, რომელსაც სურს, რომ მიიღოს აღნიშნული თანხა, დარეგისტრირებული უნდა იყოს OAED-ში და შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს უმუშევრის სტატუსი.

400 ევრო უმუშევარ ახალგაზრდებს შობამდე დაერიცხებათ.

onalem

ტესტ