პავლოპულომ ერდოღანს საბერძნეთში ვიზიტზე თანახმობა განუცხადა

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულომ ორშაბათს თურქეთის პრემიერთან შეხვედრაზე განაცხადა: ”საბერძნეთს ყოველთვის უნდოდა და ენდომება კარგი, მეგობრული ურთიერთობა მეზობელ თურქეთთან. ვინაიდან არსებობს უფრო მეტი რამ, რაც გვაერთიანებს, ვიდრე რაც ერთმანეთისგან გვყოფს.”

თურქეთის პრემიერმა პავლოპულოს უთხრა, რომ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს წელს საბერძნეთში ვიზიტი სურს, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად უნდა მოხდეს ვიზიტისთვის მომზადება, რათა მიღწეულ იქნას სასარგებლო შედეგები. ”საბერძნეთი თურქეთისთვის ევროპისკენ მიმავალი გზაა. ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებდით თურქეთის ევროპულ კურსს და მზად ვართ ამ მხრივ დახმარება აღმოვუჩინოთ. საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები თურქეთს ევროკავშირისკენ გზას გაუხსნის.”

ხოლო თურქეთის პრემიერმა განაცხადა: ”საბერძნეთის მთავრობა კარგად იცნობს თურქეთის მცდელობებს გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ დიდ მადლობას გიხდიT იმისთვის, რაც გააკეთეთ. თუმცა, ვაკრიტიკებ ევროკავშირის მიდგომებს თურქეთთან მიმართებაში, რომელიც გასულ წელს ჰქონდა. კარგი იქნება, თუ ევროპის კავშირი აშკარად გამოხატავს თავის ხედვებს თურქეთის მომავალთან დაკავშირებით, თუ რა ადგილი ექნება მას. ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მაქსიმალურად გაზრდის.”

თურქეთის პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლს, როგორც დამცავ ზონას, მიგრანტებისა და ტერორისტების ევროპაში შედინების კუთხით.