fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ჯო ბაიდენს შეხვდება – რაზე ისაუბრებს ორი ლიდერი?!

ხვალ საბერძნეთის პრემიერს, კირიაკოს მიცოტაკისა და ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შორის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგება, საბერძნეთის დროით 22:30 საათზე (ამერიკაში შუადღე იქნება).

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება, უმნიშვნელოვანესია მრავალი კუთხით, ვინაიდან კრიტიკულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მეგობარი ქვეყნები საბერძნეთს აღიარებენ, როგორც სანდო და თანმიმდევრულ პარტნიორს. საბერძნეთი საკუთარი პოზიციების ერთგული რჩება რეგიონში არსებული არასტაბილურობისა და გაურკვევლობის ეპოქაში.

მიცოტაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 მაისამდე დარჩება, ხვალ, საბერძნეთის დროით 14:30 საათზე, ინტერვიუს მისცემს MSNBC-ს, შემდეგ კი, 22:30 საათზე ბაიდენს თეთრ სახლში ეწვევა.

როგორც ცნობილი გახდა, ორი ქვეყნის ლიდერის მთავარი სასაუბრო თემები იქნება: ბერძნულ-თურქული ურთიერთობები, უკრაინა-რუსეთის ომი და ენერგეტიკული კრიზისი.

onalem

ტესტ