fbpx
კრიმინალი

Mercedes-ის მარკის ველოსიპედების სერიული ქურდი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის ველოსიპედების ქურდობა ძირითადა დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში ხდებოდა: ვულა, გლიფადა, არგირუპოლი, ალიმოს, ელინიკო.

სულ ქურდობის 16 ფაქტი დაფიქსირდა. ველოსიპედების საერთო ღირებულება 5,000 ევროა.

34 წლის მოქალაქე მოპარულ ველოსიპედებს შეკვეთით ყიდდა მონასტირაკზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში.

სერიული ქურდი ცხელ კვალზე დააკავეს, როდესაც ის ცდილობდა მოეპარა ველოსიპედი ვულას ერთ-ერთი სახლის ეზოდან.

პოლიცია კვლავ აწარმოებს გამოძიებას მაღაზიის ხელმძღვანელობის თანხლებით, რომელშიც ველოსიპედები იყიდებოდა.

onalem

ტესტ