fbpx
კრიმინალი

მამამ საკუთარი შვილი ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა – ქვეყანაში ძალადობის ფაქტების 90% გაუმჟღავნებელია

ბერძნული საზოგადოება ბავშვზე ძალადობის ფაქტმა შოკში ჩააგდო. ვიდეოზე აღწერილია, თუ როგორ სცემს მამა საკუთარ 14 წლის გოგონას. ძალადობის ფაქტების გადახვევა შესაძლებელია, ვინაიდან კამერები დამონტაჟებულია სახლშიც და მის გარეთაც. ვიდეოზე ჩანს, რომ ის ფეხს გოგონას ყელზე აჭერს, გოგონა კი ცდილობს თავი დახრჩობისგან გადაირჩინოს. მას შემდეგ, რაც მამაკაცის გაბრაზება ჩაცხრება, ბავშვს რადიატორზე აბამს.

იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ბავშვის 33 წლის დედა სახლში იმყოფება. ის არ ცდილობს ბავშვს დაეხმაროს და მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიაქვს ჩანაწერი პოლიციაში, შემდეგ გამოდის საჯაროდ და ბერძნულ მედიასთან საუბრობს, აღიარებს, რომ მისი 55 წლის მეუღლე მასზე და მის ბავშვებზე უკვე 18 წელია ძალადობს.

ამ ყველაფრის გამჟღავნების მიზეზად ასახელებს იმას, რომ მისი მეუღლის უკანასკნელი ქცევა ყველაზე სასტიკი იყო ამ დროის მანძილზე. ისინი 18 წელია შიშის რეჟიმში ცხოვრობენ.

მამაკაცს წინა ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. მისი უფროსი ქალიშვილი ასევე მისი ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლია. ”მე ბედიერი ვიყავი, რომ მან სხვა ქალი იპოვა. ბოლოს და ბოლოს კოშმარი დასრულდებოდა. ვოცნებობდი, რომ მომკვდარიყო,” ამბობს ის.

ოჯახი საბერძნეთში ცხოვრობს. პოლიციამ შეტყობინების მიღების შემდეგ მამაკაცი დააპატიმრა. დადგინდა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ქვეყანაში ბავშვებზე ძალადობის ფაქტების 90% გაუმჟღავნებელია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ