fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

ლარისა: ბიზნესმენმა საკუთარ თანამშრომლებს ბონუსის სახით 18, 000 ევრო გადასცა

ლარისაში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა საკუთარ თანამშრომლებს დიდი საჩუქარი გაუკეთა. ამით ხაზი გაუსვა, რომ ის აფასებს წვლილს, რომელიც თითოეულმა მათგანმა კომპანიის მოგებაში შეიტანა.

მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რომელსაც სამუშაო პირობები და ადგილები შეეწირა, ჯერ კიდევ არსებობს კომპანიები და ხელმძღვანელობა, სადაც დასაქმებულებს სხვანაირად ეპყრობიან.

აღნიშნულმა თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ თანამშრომლებს ბონუსის სახით საერთო ჯამში 18, 000 ევრო ჩაურიცხა. მათ დიდი სიხარულით მიიღეს საჩუქარი, რომელსაც საერთოდ არ ელოდნენ.

ეს არის მაგალითი იმისა, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ ყველას, ვინც კი წარმატებისთვის იშრომა. კომპანიის მოგება იზრდება, პარალელურად იზრდება დასაქმებულთა სტიმული, რაც კომპანიას ერთ გუნდად შეკრულსა და ბევრად წარმატებულს ხდის.

onalem

ტესტ