fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი შვილის მკვლელობა: 3 წლის წინ 19 წლის გოგოს აბორტი აქვს გაკეთებული

მისი თქმით, ორსულობის შესახებ ძალიან გვიან გაიგო და ვერ გაამხილა, რადგან არ უნდოდა დედა და ძმა დაეკარგა.

“სააბაზანოში შევედი, დედაჩემი კი გარეთ დარჩა, რადგან ვერ ვეტეოდით. ის ვერ ხედავდა შიგნით რა ხდებოდა. როგორც კი ბავშვი გავაჩინე, მკერდზე დავიწვინე და ვაჭამე,” ეს 19 წლის გოგონას პირველი სიტყვებია, რომელიც მან პოლიციაში ჩვენების მიცემისას თქვა.

“ცოტა ხნის შემდეგ მისი უცნაური ტირილის ხმა გავიგე, როცა შევედი დავინახე, რომ ცხვირიდან და პირიდან სისხლი სდიოდა. ამ დროს დედამ მითხრა, რომ ბავშვისთვის პირში ქაღალდის ნაჭერი უნდა ჩაგვედო, რათა სისხლი შეჩერებულიყო, რომ ძველად ასე აკეთებდნენ. ასე მოვიქეცი, შემდეგ ქაღალდი პირიდან ამოვუღე და ჭიპლარი ყელზე შემოვახვიე, რათა მენახა რეაქცია თუ ექნებოდა. დედას დავუძახე, რათა ქაღალდი კიდევ მოეტანა, მაგრამ ბავშვი აღარ სუნთქავდა და მე ის ასევე დავტოვე.”

19 წლის ახალგაზრდა აღიარებს, რომ შემდეგ დედას სთხოვა ბავშვის გვამი ჩანთაში ჩაედო და სანაგვეზე გადაეგდო.

სასამართლოზე კიდევ ერთმა საინტერესო ფაქტმა გაიჟღერა. როგორც გოგონამ განაცხადა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 16 წლის იყო, მან აბორტი გაიკეთა:

“მაშინ ადრე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ლიმნოდან ათენში ჩამოვედი, აბორტი ალექსანდრას საავადმყოფოში გავიკეთე და უკან დავბრუნდი, სადაც 2016 წლამდე ვიყავით, შემდეგ კი კვლავ ათენში ჩამოვედით მუდმივივად საცხოვრებლად.”

onalem

ტესტ