ექსპერტების დასკვნა: ქრისტეს საფლავი 1000 წელზე მეტს ითვლის

ექსპერტების ახალი დასკვნებით, უძველესი საფლავი, რომელშიც იესო ქრისტე ესვენა, 1000 წელზე მეტს ითვლის. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ისინი აქამდე ვარაუდობდნენ.

National Geographic-ის მიხედვით, იერუსალიმის ეკლესიაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ საფლავი ქრისტეშობიდან დაახლოებით 345 წელს აშენდა.

სამეცნიერო აღდგენითი სამუშაოების მთავარი კოორდინატორი, ანტონია მაროპულუ აცხადებს, რომ კვლევები შეესაბამება ისტორიულ მრწამსს, რომლის მიხედვითაც, რომაელებმა ამ ადგილას მონუმენტი კონსტანტინე დიდის ეპოქაში, 326 წელს ააშენეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ისტორიულად დასტურდება, რომ სწორედ კონსტანტინე დიდი იყო ქრისტეს საფლავის მარმარილოთი მოპირკეთებაზე პასუხისმგებელი პირი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა ქრისტეს საფლავის აშენება, რადგან ამ პერიოდში (მე-4 საუკუნეში) რომი იმპერიამ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადასვლა დაიწყო.

საფლავი პირველად გასულ ოქტომბერს გაიხსნა, როდესაც საბერძნეთის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

ქრისტეს საფლავი ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე წმინდა ადგილია.

melano

ტესტ