fbpx
ემიგრაციული სიახლეები

დედე – ახალი წარმატებული ქართული ფილმის პრემიერა ათენში

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიის” ინიციატივით, კვირას, 17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ისტორიულ კინოთეატრ “ალკიონის”-ში (ΑΛΚΥΟΝΙΣ), გაიმართება მარიამ ხაჭვანის “დედე”-ს ოფიციალური ბერძნული პრემიერა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ფილმმა კარლოვი ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს შემდეგ, 23 ნოემბერს მიიღო კიდევ ერთი გამორჩეული აღიარება – UNESCO-ს პატრონაჟით დაწესებული “კულტურული მრავალფეროვნების” სპეციალური პრიზი, ამჯერად უკვე შორეულ ავსტრალიაში, ე.წ. “აზიის ოსკარის” საერთაშორისო ფესტივალზე (Asia Pacific Screen Awards).
ასევე, ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ 20 Steps Productions, რომელმაც “დედე” გადაიღო, მომავალი ფილმის პროექტის, „ნენე“-ს განსავითარებლად, MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.

თეატრის მისამართი: კინო-თეატრი „ალკიონის“ /Θέατρο ΑΛΚΥΟΝΙΣ/, იულიანუს ქ. 42-46, „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს. ☎ 210.8220008, 210.8220023

📌 მოსაწვევი ბარათები ვრცელდება “კავკასიაში” (პატისიონის ქ. 81, 1 სართ., „ვიქტორიას მოედანი”).
☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.048253