fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ელენი ფურეირა თავის პირად ცხოვრებაზე პირველად საუბრობს: “მას ჩემი სჯერა”

ელენი ფურეირამ ალბერტო ბოტიაზე გულახდილად პირველად ისაუბრა.

ცნობილი ვარსკვლავი ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით წარსდგება და ეს ფაქტი ძალიან ახარებს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი ძალიან კარგად აქვს.

 – რას ამბობს თქვენი პარტნიორი, ალბერტო ბოტია, ევროვიზიასთან დაკავშირებით?

– მას ჩემი სჯერა. ეს ყველაფერი მოსწონს და ფიქრობს, რომ უნდა გავაკეთო.

– წამოვა ლისაბონში, რათა გიგულშემატკივროთ?

– ის მუშაობს, ამიტომ სურვილისამებრ მოგზაურობა არ შეუძლია. ეს მისი პროფესიული ვალდებულებაა. მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჩემი სჯერა და მანძილის მიუხედავად, მაინც სულ ჩემ გვერდითაა.

– დადიხართ სტადიონზე მისი მატჩების სანახავად?

– არა, არასოდეს ვყოფილვარ. ფეხბურთში ვერ ვერკვევი და მისი პროფესიით ძალიან დაინტერესებული არ ვარ. ნამდვილად მინდა, ყველაფერი კარგად გვქონდეს, თუმცა, მე არ ვარ ქალი, რომელსაც სტადიონზე ნახავთ.

– თქვენ ძალიან მომხიბვლელი ქალი ხართ, ასევე თქვენი პარტნიორი. რომელი თქვენგანი ეჭვიანობს ხოლმე უფრო ხშირად?

– არცერთი. ეჭვიანობა ისეთი რამაა, რაც მაშინ ხდება, როდესაც ვინმე კონკრეტულ ადამიანს ეხება. ჩვენ შორის კი ეჭვიანობის მიზეზი არ არსებობს.

onalem

ტესტ