fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოებასაქართველო

ხუციშვილი: ევროკავშირში, 3-თვიანი ვადის გადაჭარბების მაჩვენებელი დიდ რისკებს არ შეიცავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ქვეყნის 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით, საიდანაც უკან დაბრუნებულთა რიცხვი 150-ს არ აღემატება. შესაბამისი განცხადება მან ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საზღვარგარეთ წასული 45 ათასი ადამიანიდან რამდენია ის, ვინც 3-თვიან ვადას გადააჭარბა, ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი რისკიანი არაა.

„3-თვიანი ვადის გადაჭარბებას რაც ეხება, ამის მაჩვენებელი დიდ რისკებს არ შეიცავს. ის ციფრი, რასაც მუდმივ მორიტორინგს ვუკეთებთ, არ არის საგანგაშო და არც საეჭვო მაჩვენებელი არაა“, – აცხადებს ხუციშვილი.