დღეს ათენი ტაქსების გარეშე!
დღეს, 8 ნოემბერს, ათენში ტაქსის მძღოლები გაფიცვას აცხადებენ.
კერძოდ, გაფიცვა 12 საათის მანძილზე გაგრძელდება. ტაქსები ქალაქში არ მოძრაობენ 04:00 საათიდან შუადღის 16:00 საათამდე.
ამავდროულად, მძღოლები მართავენ აქციას მათივე გაერთიანების პრეზიდენტის წინააღმდეგ.
სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ათენში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.