fbpx
საზოგადოება

ათენი: ცეცხლმოკიდებულ ბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა

ათენში, კერძოდ, ნეა იონიაში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზდა 6 სახანძრო მანქანა.

ალი იმდენად ძლიერი იყო, მის ლოკალიზებას 17 მეხანძრე ცდილობდა.

ცეცხლმოკიდებული ბინიდან მათ ოთხი ადამიანის გამოყვანა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, ბინაში მყოფი ადამიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა, მსხვერპლი არ არის.

onalem

ტესტ