fbpx
სხვადასხვა

ათენი: დაკარგულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლის გოგონა

6 წლის სტილიანი ეკოსიპენტარაკი საკუთარი მშობლების სახლიდან, რომელიც პირეოსის გარეუბან აგია ვარვარაში მდებარეობს, 27 აპრილს, დილით დაიკარგა. როგორც ცნობილია, გოგონას სიარული არ შეუძლია.

ის არის 118 სანტიმეტრი და 20 კილოგრამი. აქვს ყავისფერი თმა და თვალები.

დაკარგვის დღეს მას ყვითელი მაისური და ვარდისფერი შარვალი ეცვა.

ის ფეხშიშველი იყო.

გოგონა ხუთშაბათს საკუთარი სახლიდან დილით ადრე დაიკარგა და მისმა მამამ ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში განაცხადა.

ორივე მშობელს აღენიშნება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, დედა გადაყვანილია საავადმყოფოში.

გაუჩინარებას განსაკუთრებულს ხდის ფაქტი, რომ ბავშვს სიარული არ შეუძლია.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით, გთხოვთ, დარეკოთ პოლიციის განყოფილებაში ან დაკარგული ბავშვების განყოფილების ნომერზე – 11600. ზარი უფასოა.


onalem

ტესტ