fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

4 წლის შემდეგ, 3 თვიანი პატიმრობა აკროპოლზე გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის

ინციდენტი 2013 წელს მოხდა, ახლა კი, 4 წლის შემდეგ ქალს, რომელმაც მცირეწლოვან გოგონას ფეხი ჩაარტყა, 3 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. შემთხვევას აკროპოლის ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი სხვადასხვა გზით ირჩენს, თავს. გოგონა კი ერთ-ერთი მათგანია.

ფოტო დიმიტრის მესინიმ გადაიღო და მისმა გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. აქ ჩანს, როგორ ურტყამს ქალი ფეხს გოგონას, რომელიც უკრავს.

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ფოტო სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა, ხოლო ეს საკითხი შემდეგ სასამართლოში განიხილეს. 4 წლის შემდეგ საბერძნეთის პროკურატურამ მოძალადე ქალს სამთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ის პროცესზე არ გამოცხადდა და დაუსწრებლად გაასამართლეს.

“არის ხოლმე მომენტები, როცა ძალიან ვამაყობ იმით, რაზეც წლების მანძილზე ვმუშაობდი,” აცხადებს ფოტოგრაფი.

onalem

ტესტ