fbpx
კატეგორიის გარეშე

ექსკლუზივი: კვირას, ერისიონის კონცერტზე, თამთა გოდუაძე დაჯილდოვდება

კვირას, გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე ერისიონის კონცერტი შედგება. კონცერტი, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის და სხვადასხვა მოვლენებით აღსავსე. მათგან ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თამთა გოდუაძის დაჯილდოვებაა. მას ჯილდო გადაეცემა, ერთის მხრივ, თავისი უდაო ნიჭიერებისა და პოპულარობის გამო საბერძნეთში, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცნობილ ვარსკვლავს კონცერტის ორგანიზატორი, ავთანდილ კაკაბაძე დააჯილდოვებს.

5.000 ადამიანის წინაშე, 24 ივნისს, 17:00 სთ-ზე, ერისიონი ათენში, კერძოდ გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტს გამართავს!
2 საათის განმავლობაში პროფესიონალურ სცენაზე ერისიონი წარადგენს პლანეტაზე ანალოგის არმქონე ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, ქართული ხასიათით და ბუნებით.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ პირდაპირ გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე!
ტელ: 699 5568060