fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინირებულთა მიმართ უსამართლობაა, რომ Rapid ტესტი გავაკეთებინოთ” – რა გადაწყვიტა კირიაკოს მიცოტაკიმ?!

დღეს ექსპერტთა საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შობისა და ახალი წლის ღამეს გასართობ დაწესებულებებში შესასვლელად სავალდებულო იქნებოდა Rapid ტესტის გაკეთება, როგორც აცრილი, ასევე აუცრელი მოსახლეობისთვის.

მიუხედავად ამისა, კირიაკოს მიცოტაკიმ აღნიშნული საკითხი დახურა. სადღესასწაულო პერიოდში არ იქნება სავალდებული Rapid ტესტის გაკეთება, არამედ გაიცემა ორი უფასო სელფ-ტესტი თითოეული ადამიანისთვის. მოსახლეობას არ აქვს მათი გაკეთების ვალდებულება, მაგრამ აქვს უმკაცრესი რეკომენდაცია, რომ მოახდინოს თვითდიაგნოსტიკა, რათა შეკრებებზე მაქსიმალური უსაფრთხოება შეინარჩუნოს თითოეულმა ადამიანმა.

როგორც მიცოტაკი აღნიშნავს, Rapid ტესტების გაკეთების საფასურის გადახდას ვერ მოსთხოვს ვაქცინირებულ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღეს, ვინაიდან ეს მათ მიმართ დიდი უპასუხისმგებლობაა.

პრემიერის თქმით, ამჯერად არჩია, რომ მოსახლეობას ენდოს და არ დააკისროს დამატებითი ვალდებულებები.

შეგახსენებთ, რომ გარე ტერიტორიებზე დასაჯდომად მოსახლეობის აუცრელ ნაწილს კვლავ მოეთხოვება Rapid ტესტის გაკეთება.

onalem

ტესტ