fbpx
საბერძნეთი

ევროპული კოვიდ-სერთიფიკატის მოქმედების ვადები განისაზღვრა – ნახეთ, რამდენი ხანია ძალაში?!

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროპული ვაქცინაციის სერთიფიკატს შეზღუდული ვადები ექნება, გამოყენების თვალსაზრისით.

კონკრეტულად, ევროკავშირის მასშტაბით გადაადგილებისას მეორედ აცრის შემდეგ გაცემული კოვიდ-სერთიფიკატი ძალაში იქნება მხოლოდ 9 თვე, ანუ 270 დღე და არა 1 წელი.

ამ დროისთვის ევროკავშირის მასშტაბით 807 მილიონი სერთიფიკატია გაცემული.

რაც შეეხება კონკრეტულად საბერძნეთს, 60 წელს გადაცილებულთა სერთიფიკატები ძალას კარგავს თუ მეორედ აცრიდან გასულია 7 თვე და ისინი მესამე დოზასაც არ მიიღებენ. ხოლო ამ ასაკის ადამიანებს, რომელთაც ვაქცინა არ აქვთ მიღებული და არც აპირებენ, 16 იანვრიდან ჯარიმები დაეკისრებათ.

ზოგადად, მესამე დოზის მიღების რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ პირებს აქვთ მეორედ აცრიდან 3 თვეში.

ბერძენი ექსპერტები გამაძლიერებელ დოზას ომიკრონის შტამისგან ხსნას უწოდებენ.

onalem

ტესტ