fbpx
კრიმინალი

“თუ საქმიდან არ წახვალ, შენც მჟავას შეგახსამ” – აპოსტოლოს ლიტრამ გაამჟღავნა, რომ მასაც ემუქრებოდნენ

იოანა პალიოსპირუს ადვოკატმა, აპოსტოლოს ლიტრამ შოკისმომგვრელი დეტალები გაამჟღავნა. ცნობილმა კრიმინალისტმა ტელეკომპანია ΑΝΤ-თან თქვა, რომ როდესაც მჟავით თავდასხმის საქმეს ხელი მოჰკიდა, იღებდა შეტყობინებებს ელექტრონულ ფოსტაზე, რომლებიც შეიცავდა სერიოზულ მუქარებს.

კერძოდ, ლიტრამ განმარტა, რომ მიიღო სამი შეტყობინება, რომლის გამომგზავნიც ითხოვდა, რომ საქმეს ჩამოშორებოდა და თუ ამას არ გააკეთებდა, მასაც მჟავას შეასხამდნენ. ადვოკატმა დაუყოვნებლივ გადასცა მასალა გამოძიებას და როგორც ირკვევა, მუქარების გამოგზავნა მაშინვე შეწყდა, რაც ეფი კაკარანძულა დააპატიმრეს.

“აბსოლუტური სიცრუეა, რომ თითქოს, ბრალდებულს არ ჰქონია იოანას მოკვლის განზრახვა. განა შეიძლება, რომ ადამიანს 2 ლიტრი მჟავა შეასხა და არ ფიქრობდე, რომ შეიძლება მოკლა?! არსებობს მტკიცებულებები, რომ თავდასხმის შემდეგ კაკარანძულა ეძებდა შხამებსა და ინექციებს. მინდა აღვნიშნო, რომ იოანას ახლაც ეშინია, რადგან ეს ქალი ერთ დღეს გათავისუფლდება და საკუთარ გეგმას სისრულეში მოიყვანს, ის იოანათი შეპყრობილია,” ამბობს ლიტრა.

onalem

ტესტ