fbpx
საბერძნეთი

“სულ გიჟურად შეყვარებული ვერ იქნები. არის ჩვენს ურთიერთობაში კრიზისები” – კატია ზიგული

კატია ზიგულიმ ინტერიუ მისცა ჟურნალ Hello-ს და ისაუბრა ოჯახზე, შვილებსა და მის ურთიერთობაზე საკის რუვასთან. ვინაიდან ბერძნული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილი უკვე მრავალი წელია ინარჩუნებს ოჯახს და 4 შვილი ჰყავთ, ყველას აინტერესებს, არის თუ არა მართლაც იდეალური მათი ურთიერთობა.

ზიგულიმ აღნიშნულ კითხვას საკმაოდ რეალისტური პასუხი გასცა და თქვა, რომ როგორც სხვა ადამიანებს, მათაც აქვთ რთული მომენტები, თუმცა, ამ ყველაფრის გადალახვას ყოველ ჯერზე ახერხებენ.

“მე და საკი ერთმანეთზე ძალიან ვართ შეყვარებულები. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს აღმასვლა და დაღმასვლა, როგორც ყველა წყვილის ურთიერთობაში. შეუძლებელია მუდმივად გიჟურად გიყვარდეს, ეს არის მოვლენა როდესაც გრძნობა ხან ანათებს, ხან ქრება, მაგრამ შემდეგ ისევ ვპოულობთ გამოსავალს. უკვე მრავალი წელია ერთად ვართ და ვინაიდან ეს აღმასვლა-დაღმასვლა ჯერ კიდევ არსებობს, ძალიან მიხარია.

საკის ჩემში უყვარს ის, რომ უსაფრთხოების განცდას ვაძლევ. ჩემი მოსაზრებით, ადამიანი შეიძლება ძალიან კრეატიული და პროდუქტიული გახდეს, თუკი აქვს უსაფრთხოების შეგრძნება. მე კი საკიში ის მომწონს, რომ არასოდეს წყვეტს ახლის შესწავლას. მასში სწავლის წყურვილი მართლაც საკმაოდ დიდია. მომწონს, როგორ გარდაიქმნება ხოლმე მგრძნობიარე ბავშვიდან ძლიერ კაცად, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და თქვა: “მოდი, გავაკეთოთ, რაც გვინდა, რადგან ყველაფერს შევძლებთ.”

 

onalem

ტესტ