fbpx
საზოგადოება

შემზარავი ინფორმაცია საბერძნეთის კუნძულ კითირადან – ნაპოვნია 45 ადამიანის ძვლები

კუნძულ კითირას პორტის სამმართველოს თანამშრომლები შემზარავი სანახაობის წინაშე დადგნენ – მათ 45 ადამიანის ძვლების იდენტიფიცირება მოახდინეს.

როგორც ირკვევა, ძვლები დიაკოფტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც კუნძულის პორტი მდებარეობს, შეგროვეს და სანაპირო დაცვის საპატრულო გემით ნეაპოლის პორტში გადაიტანეს, მოგვიანებით კი, გადაიგზავნა ათენში, სპეციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად, ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ძვლები არალეგალ მიგრანტებს ეკუთვნით, რომლებიც წყალში დაიხრჩვნენ, სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რა მიზეზით შეიძლებოდა ამდენი ადამიანის ცხედარი ერთად აღმოჩენილიყო.

გამოძიება ტარდება პორტის მე-2 დეპარტამენტის მიერ.

onalem

ტესტ