fbpx
საზოგადოება

შაბათ-კვირიდან ზომების შემსუბუქება საბერძნეთში – Click Away, 13032 და SMS 3 საათით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ ექსპერტთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს. კარანტინის არაეფექტურობის გამო შაბათ-კვირიდან, დიდი ალბათობით, კარანტინი შემსუბუქდება და მომდევნო კვირებში მოსალოდნელია მაღაზიების და სკოლების გახსნა.

წინასწარი ვარაუდით, საუბარია მხოლოდ პატარა მაღაზიების გახსნაზე და არა დიდ სავაჭრო ცენტრებზე. სკოლების გახსნა არ იგეგმება 5 აპრილისთვის, ეპიდმდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექსპერტები მოსწავლეებს მერხებთან დაბრუნების უფლებას, სავარაუდოდ, 8 აპრილისთვის მისცემენ. სხვა შემთხვევაში საშუალო და უმაღლესი სკოლები შესაძლოა ორშაბათს, 12 აპრილს გაიხსნას.

როგორც უკვე ცნობილია, მუშაობს ახალი პლატფორმა, 13032, სადაც მაღაზიებში წასვლისას გავაგზავნით SMS-კოდს, 7, და აღნიშნულ SMS-ს ექნება ვადა, 3 საათი. დღის მანძილზე SMS-ის მეორედ გაგზავნისას დაგიბრუნდებათ პასუხი: “კომერციული მაღაზიის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი არ არის.”

მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე ამუშავდეს Click Away ანუ მაღაზიებში პროდუქტის წინასწარ შეკვეთის და შემდეგ პირდაპირ წაღების მეთოდი. ხოლო შიდა ტერიტორიაზე შესვლის უფლება კლიენტებს მოგვიანებით, ეპიდმდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექნებათ.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება თვით-ტესტირებაზე, რომელიც ეკონომიკის გახსნის “გასაღებად” ითვლება.

მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, თუ ვისთვის იქნება სავალდებულო თვით-ტესტირება და არა უბრალოდ ნებაყოფლობითი.

კერძოდ, ტესტი კორონავირუსზე ყოველ კვირას აუცილებლად უნდა ჩაიტარონ:

  • მათ, ვინც მუშაობს მაღაზიებში (ტანსაცმელ-ფეხსაცმლის, აქსესუარების და ა.შ.)
  • მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა (ანუ სკოლაში მოსიარულე პირებმა)
  • მათ, ვინც მუშაობს კაფეებში, ტავერნებსა და რესტორნებში
  • მათ, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში
  • ასევე მათ, ვინც მუშაობს სასამართლოებში.

ტესტის გაკეთების ინსტრუქციები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თითოეული ადამიანი აფთიაქში მიიღებს თითო ტესტს ყოველ კვირას, ანუ თვეში ოთხჯერ.

onalem

ტესტ