fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში ვერავინ შემოვა ისე, რომ არ ვიცოდეთ მისი უკანა ფონი და მარშრუტი” – ნიკოს ხარდალიასი

დღეს, 28 ივნისს, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ნიკოს ხარდალიასმა კარპათოსის, როდოსისა და კოსის აეროპორტები მოინახულა და 1 ივლისისთვის პერსონალის მზადყოფნა შეამოწმა.

ხარდალიასმა ხაზი გაუსვა, რომ ტურისტების მიღება მოხდება დიდი სიფრთხილით:

“ჩვენ აქ ვართ, უმშვენიერეს როდოსზე. ეს კუნძული ერთ-ერთი უმთავრესი კარიბჭეა ტურისტებისთვის და დიდი ფსონია იმისთვის, რომ სეზონი უსაფრთხოდ აღვადგინოთ. რა თქმა უნდა ეს მოხდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. სამშაბათს პერსონალი სპეციალურ ვარჯიშს გაივლის ექიმების გუნდთან ერთად, რომლებმაც მომავალში ტესტები უნდა ჩაატარონ.

როდოსზე დღეში 605 ტესტი ჩატარდება. ამრიგად გვექნება საკმარისი მონაცემები, რომ განვსაზღვროთ უსაფრთხოების დონე. საბერძნეთში ვერავინ შემოვა ისე, რომ არ ვიცოდეთ მისი უკანა ფონი და მარშრუტი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად წავა, რადგან ახლა ეკონომიკის ამუშავებაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად.

არ იარსებებს გამონაკლისები. გვაქვს პროტოკოლი, რომელსაც უნდა მივყვეთ და ორშაბათისთვის საკარანტინო სტრუქტურებიც უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება. ჩვენ გვაინტერესებს არა მხოლოდ შემომავალი ტურისტები, არამედ ჩვენი, ადგილზე მყოფი საზოგადოება და მათი უსაფრთხოება,” განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

onalem

ტესტ